LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკანონო მოსმენები გამორიცხეთ – ბატონი ბიძინა გოგაშვილს ვერაფერს დაავალებდა, რადგან მას არ იცნობდა” – გომელაური განმარტავს, რას ითხოვდა გოგაშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

100
გოგაშვილი გომელაური ივანიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილს პარტიიდან წასვლის შემდეგ  მოთხოვნები ჰქონდა.

ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ითხოვდა თუ არა გოგაშვილი თანამდებობას მას შემდეგ, რაც პარტია დატოვა, გოგაშვილი პასუხობს:

„იყო კი, დადიოდა, როცა პარტიიდან წამოვიდა, რატომ წამოვიდა არ მინდა ჯერ ვისაუბრო, ალბათ, იტყვის რაღაცას და პასუხს გავცემ, რატომაც წამოვიდა უსაფრთხოების სამსახურიდან, პარტიიდანაც რატომ გამოუშვეს. მოდიოდა გვთხოვდა, იქნებ რაღაც გაგვიკეთოთო, ვერაფერს გაგიკეთებთ – მეთქი“, – აღნიშნავს გომელაური.

ივანიშვილი დავალებებს აძლევდა თურმე მაშინ, როცა თვალით არ ჰყავდა ნანახი – გოგაშვილი მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ქონება დააგროვა: ირაკლი კობახიძე

გომელაურმა ასევე, სოსო გოგაშვილის დღევანდელ ბრალდებებს მოსმენებთან დაკავშირებით უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები სიცრუე და სრული აბსურდია.

“ეს განცხადება, რაც ბატონმა სოსო გოგაშვილმა გააკეთა, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე და აბსურდია.

ბატონი ბიძინა მას ვერაფერს ვერ დაავალებდა, რადგან მას არ იცნობდა მაგ დროს.

როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მე ვიყავი ხელმძღვანელი მაგ დროს და რატომ დაავალებდა ადამიანს რამეს, რომელსაც არ იცნობდა, ან რა უნდა დაევალებინა.

მეც არაფერს მავალებდა. კრებსებს ვუგზავნიდით ბატონ ბიძინას, პრემიერს და კობახიძესო. უკანონო მოსმენებზე საერთოდ გამორიცხეთ ეგ თემა. უკანონო მოსმენები არ ხორციელდება. თუ რამე მტკიცებულება აქვს, გამოიტანოს და დადოს. კანონიერად, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროც უსმენს,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გოგაშვილი: სახელმწიფოს ერთდროულად შეუძლია, დაახლოებით, 100 000 ადამიანის მოსმენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g