LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის ინტერნეტ ბანკში და 97 808 ლარი ერთ-ერთი ბრალდებულის ანგარიშზე გადარიცხეს“ – კიბერდანაშაულის ჩადენისთვის სამ პირს 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯა

167
Untitled design

თბილისის საქალაქო სასამართლომ კიბერდანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო და 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წელს 8 მაისს, ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის ინტერნეტბანკში და ანგარიშზე არსებული 97 808 ლარი ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ, საქართველოს ბანკის ანგარიშზე გადარიცხეს, შემდეგ კი თანხა ანგარიშიდან გაიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს:

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ მიმართონ“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g