„ფორტუნასთვის “ ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს ცნობილი უკრაინელი პედიატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ევგენი კომაროვსკი თბილიში ჩამოდის. უამრავი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნისა და პოპულარული გადაცემების ავტორი ქართველი მშობლებისთვის სპეციალურ სემინარს ჩაატარებს, რომელიც სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება. დაგეგმილ სემინარში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამედციინო სფეროს წარმომადგენლები, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და მოქალაქეები მეზობელი სახელმწიფოებიდან. სემინარის თემა თავისუფალია, ამდენად დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან პედიატრს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე. სემინარის ხაგრძლივობა 3 სათია, ხოლო დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 600 ადამიანით განისაზღვრება.
ექიმ კომაროვსკის ჩამომყვანი კომპანია „პერსიონაა“ . ცნობილი ექიმის რჩევებსა და რეკომენდაციებს რადიო „ფორტუნას“ საიტის მომხმარებელი ყოველკვირეულად ეცნობა.