LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკავშირდება თუ არა ვირუსის შემთხვევების ზრდა საფლავებზე გასვლას

133
2566F408-BF24-4D42-B5C1-D658FAE78AD6-w1080-h608-s

დღესასწაულებიდან ერთი კვირის თავზე შემთხვევების მატებას დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე რეკომენდაციების შეუსრულებლობას უკავშირებს. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ახლა „ვიმკით შედეგს“. მისი თქმით, შემთხვევების მატება სწორედ იქ ფიქსირდება, სადაც რეკომენდაციები არ შესრულდა. ამის შესახებ იმნაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დადგენილი რეკომენდაციები არ შესრულდა სასაფლაოებზე გასვლის შემთხვევებსა და სადღესასწაულო სუფრებზე.

დღეს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოებზე შესვლის შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. განმარტებულია, რომ ადგილზე არსებულ სიტუაციას პოლიცია გააკონტროლებს. უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან.

“საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.
 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას” – ნათქვამის შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g