უხვმა ნალექმა იმერეთში პრობლემები შექმნა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
დატბორილია ეზოები, სახლები და სავარგულები.
უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზა დატბორა. მდინარე რიონის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.