უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, უკრაინა 11 000-ზე მეტ ომის დანაშაულს განიხილავს.
,,ჩვენ გვაქვს 11 000-ზე მეტი ომის დანაშაულის მიმდინარე საქმე და უკვე 40 ეჭვმიტანილი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში სხვა საქმეების სასამართლოსთვის გადაცემასა და მოსამართლეების წინაშე დამნაშავეების წარდგენას ვიხილავთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს”, – წერს ვენედიქტოვა “ტვიტერზე”.