გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 4 869 019 უკრაინელმა დატოვა, – ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარზე, ფილიპო გრანდზე დაყრდნობით ავრცელებს.
„4.9 მილიონი უკრაინელის გარდა, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 215 000-მა სტუდენტმა და მიგრანტმა მუშაკმაც (რომლებიც სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან) დატოვა,“- განაცხადა ფილიპო გრანდმა.
ამასთან, გაეროს მონაცემებით, ყოველი 10 უკრაინელიდან თითქმის 6, ანუ 2,76 მილიონი, პოლონეთში გადავიდა, 738 862 – რუმინეთში, 484 725 – რუსეთში, 458 654 – უნგრეთში.