LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა აფრიკის ქვეყნებს 50 000 ტონა ხორბალს უფასოდ მისცემს

73
უსათაურო დიზაინი (10)

უკრაინა აფრიკის ქვეყნებს 50 000 ტონა ხორბალს უფასოდ გადასცემს. როგორც უკრაინის სამთავრობო პორტალზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, იგეგმება ხორბლის ჰუმანიტარული დახმარების სახით ეთიოპიასა და სომალისთვის მიწოდება.

მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის 420 მილიონი გრივნა უკვე გამოყო ხორბლის ღირებულების ასანაზღაურებლად 50 000 ტონამდე ოდენობით. უკრაინის მთავრობამ ასევე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროსთან და ეთიოპიასა და სომალის კომპეტენტურ ორგანოებთან ტრანსპორტირების საკითხის კოორდინირება.

ხორბლის ტრანსპორტირება ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტიდან იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები