LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა არ არის რუსეთი და ის, არასოდეს გახდება რუსეთი! წყეულიმც იყავით! – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი

315
კუჩმა

უკრაინის მეორე პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ რუსები უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწყევლა.

„ასეთი სიამაყე სიბრაზე და ტკივილი არასდროს განმიცდია, როგორც ამ დღეებში“- აცხადებს კუჩმა.

„უკრაინა არ არის რუსეთი და ის არასოდეს გახდება რუსეთი.

ვერ ეღირსებიან. ჩვენ უკვე ვიმარჯვებთ. და ამის შეჩერება შეუძლებელია.

რუსეთის ფედერაციაზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რასაც ერთხმად ამბობენ ჩემი თანამემამულეები: წყეულიმც იყავით! დიდება უკრაინას, დიდება უკრაინელებს!“ – წერს კუჩმა.

შეგახსენებთ, ლეონიდ კუჩმა უკრაინის პრეზიდენტი იყო 1994 წლიდან 2005 წლამდე.

რუსეთ-უკრაინის ომზე მუდმივად განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ  ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g