უკრაინა ბელარუსთან საზღვარზე კედელს აშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
“ჩრდილოეთით მუშაობა დუღს – აქ ბელარუსთან საზღვარზე კედელს აშენებენ. თხრილი, ბორცვი, რკინაბეტონის ღობე მავთულხლართებით – ესაა საინჟინრო ბარიერები, რომლებსაც ვოლინის ოლქში აშენებენ. ასე უკვე მოწყობილია საზღვრის დაახლოებით 3 კილომეტრი, მუშაობა გრძელდება. ეს ყველაფერი არაა, მაგრამ ყველა დეტალს არ გავამხელთ. მუშაობა მიმდინარეობს ასევე რივნესა და ჟიტომირის ოლქებში”, – წერს ტიმოშენკო.