LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკრაინა გაიმარჯვებს” – ბელარუსები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს თავს ესხმიან

609
Untitled design (2)

ბელარუსის პარტიზანები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ბელარუსის ჯარების უკრაინაში შესვლას. ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში – ფრანაკ ვიაჩორკა აცხადებს.

მისი თქმით, ბელარუსის მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და მათ სამხედრო აღჭურვილობას აზიანებენ.

ვიაჩორკას განცხადებით, უკრაინა გაიმარჯვებს და ბელარუსიც გათავისუფლდება:

“ბელარუსი პარტიზანების ქვეყანაა. ჩვენი გმირები რუსულ მატარებლებს აჩერებენ, აზიანებენ რუსულ აღჭურვილობას და არიგებენ ბროშურებს, რათა ბელარუსის ჯარები უკრაინაში არ შევიდნენ.

უკრაინა გაიმარჯვებს, გათავისუფლდება ბელარუსიც”, – წერს ოპოზიციის ლიდერის მრჩეველი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g