LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა კანაფის წარმოებას განავითარებს: კანაბისის საფუძველზე დამზადებულ პრეპარატებს გამოიყენებენ ომით გამოწვეული პოსტტრავმული დარღვევებისთვის

93
a5219b3264d147005e0f07ed

უკრაინა კანაფის წარმოების განვითარებას იწყებსუცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინაში კანაფის მცენარეების სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო დანიშნულებით გამოყენებას არეგულირებს. საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ნაბიჯით ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო საფუძველი, რათა უკრაინაში კანაბისის საფუძველზე პრეპარატების წარმოების სრული ციკლი აეწყოს: დაწყებული მცენარის მოყვანითა და გადამუშავებით, სრულფასოვანი წარმოებით დამთავრებული.

„ჩვენ გვესმის, რამდენად დიდი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდებათ მიმდინარე მოქმედებების გამო,“ – განაცხადა ლიაშკომ. მისივე ინფორმაციით, კანაბისის საფუძველზე დამზადებულ პრეპარატებს გამოიყენებენ ონკოლოგიური დაავადებებისა და ომის შედეგად გამოწვეული, პოსტტრავმული დარღვევების მკურნალობისთვის.

ამასთან, ლიაშკომ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია კანაბისის საფუძველზე დამზადებული პრეპარატების მოყვანაზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე მკაცრი კონტროლის დაწესება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g