LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება: რასა იუნკევიჩე

69
რასა იუნკევიჩიანე

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა რასა იუნკევიჩიანემ განაცხადა, რომ „უკრაინა, მოლდოვა და საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება“.

რასა იუნკევიჩეს განცხადებით, შესაძლოა, ამ ქვეყნებმა რეფორმების კეთების კუთხით მოტივაცია დაკარგონ, რაც მათ უფრო მეტ არასტაბილურობას მოუტანს.

მისივე თქმით, „ევროკავშირის პოლიტიკას გაფართოების პოლიტიკის სტაგნაციიდან გამოსავალი სჭირდება, რაც მოდის ევროკავშირის მოუმზადებლობისგან, რომ მიიღოს ახალი წევრები და არ არის დამოკიდებული მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების ევროპული რეფორმების პროგრესზე“.

„აღარ არის საკმარისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურთ, იმის თქმა, რომ „განახორციელეთ რეფორმები და შემდეგ ვნახავთ“. წევრობის პერსპექტივაში სიცხადის ნაკლებობა ევროკავშირის მხრიდან ნიშნავს ერთ რამეს, ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება. დაიკარგოს ნდობა ხალხში. შესაძლოა, ამ ქვეყნებმა რეფორმების კეთების კუთხით მოტივაცია დაკარგონ, ეს კი, გარდაუვალად, მათ უფრო მეტ არასტაბილურობას მოუტანს. სწორედ ამის დასაწყისს ვხედავთ საქართველოში, რაც მე ძალიან მაშფოთებს. როგორც კი ძალა გადაწონის , მისი შემობრუნება რთული იქნება. ასე რომ, უნდა ვიმოქმედოთ ახლა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები