უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზად არის სარკისებრი ნაბიჯებისთვის.
მისი თქმით, ამ მომენტის მდგომარეობით რუსული დარტყმების ინტენსივობა სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა რუსეთის რუსეთის სურვილისა შემდგომშიც გააგრძელოს ომი.
„მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის – სრული სიჩუმისთვის, ხანგრძლივი სიჩუმისთვის მინიმუმ 30 დღით. ეს სამართლიანი ვადაა, როდესაც შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები, შეწყვიტოს დაბომბვები.
ყოველ ღამე თითქმის ასი „შაჰედი”. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უკვე 950 რუსულ ავიაბომბზე მეტი… მთელ ფრონტზე ვპასუხობთ, ასევე კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი აქტიურობა ნარჩუნდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.