LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა Nestle-ს რუსეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდებს: „ტერორისტული ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების გადახდა ნიშნავს დაუცველი ბავშვების მკვლელობას“

188
682782770

უკრაინა Nestle-ს რუსეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი Nestle-ს აღმასრულებელ დირექტორს მარკ შნაიდერს ესაუბრა და რუსეთის ბაზარზე დარჩენის ნეგატიური ეფექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც შმიგალი „ტვიტერზე“ წერს, Nestle-მ ჯერჯერობით, რუსეთის ბაზრის დატოვებისთვის მზაობა არ გამოხატა. „ტერორისტული ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების გადახდა ნიშნავს დაუცველი ბავშვებისა და დედების მკვლელობას. იმედია, „ნესტლე“ მალე შეიცვლის აზრს, – წერს შმიგალი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ამავე საკითხზე 2 დღის წინ თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბევრი საერთაშორისო კომპანია რუსეთის ბაზრიდან დღემდე არ გამოსულა. „სერიოზული სანქციების მიუხედავად ბევრი საერთაშორისო კომპანია რუსეთის ბაზრიდან ამ დრომდე არ გასულა. თქვენთვის ეს ბრენდები ცნობილია. ამ ომმა უკრაინაში უკვე 97 ბავშვი შეიწირა. Nestle კი ვაჭრობას მაინც აგრძელებს, ისინი არ ითვლიან რაკეტებით, არტილერიით რამდენი ქალაქი განადგურდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ 2 დღის წინ .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები