LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა ომის 21 000-ზე მეტ დანაშაულს იძიებს

83
photo_2022-05-19_17-49-03

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება 21 000-ზე მეტ ომის დანაშაულს იძიებს, რომლებიც სავარაუდოდ, რუსული ძალების მიერაა ჩადენილი.

ვენედიქტოვა თქმით, ბევრი სასამართლო პროცესი შესაძლოა დაუსწრებლად წარიმართოს, თუმცა, სასამართლო პროცესების ჩატარება სამართლიანობის საკითხია.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, მშვიდობიანი მოსახლეობის წამება, მშვიდობიანი მოქალაქეების გაუპატიურება, გაიგონ, რომ მათი სასამართლოს წინაშე წარდგომა მხოლოდ დროის საკითხია”, – აღნიშნა მან.

როგორც მედია იტყობინება, უკრაინის გენერალური პროკურატურა ყოველდღიურად 200-დან 300-მდე დანაშაულის შესახებ იღებს შეტყობინებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g