LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს უპირისპირდება

153
ukrrrrr

უკრაინა ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა, ტარას კაჩკამ განაცხადა,  რომ ოფიციალური კიევი საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანს, რადგან უკრაინისთვის მიუღებელია პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გადაწყვეტილება, გაახანგრძლივონ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვა.

„ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, როგორ ექცევიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები სავაჭრო პარტნიორებს და საკუთარ კავშირს. შესაძლოა, ამ პროცესებმა გავლენა სხვა სახელმწიფოებზეც იქონიოს“, – აცხადებს კაჩკა.

პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი არ ეთანხმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინული მარცვლეულის ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში იმპორტის აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით და იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას ინდივიდუალურად გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g