LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადებს

1469
tina-kandelaki-news-19

უკრაინა გეგმავს თინა კანდელაკი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის გენპროკურორი ირინა ვენედიქტოვა წერს.

ვენედიქტოვა კანდელაკს აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც ის რუსეთს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა, შეიძლება, დააკავონ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით.

“იძულებული ვარ მოგმართოთ, თინა კანდელაკო როგორც გენერალურმა პროკურორმა, მინდა გაცნობოთ, რომ თქვენი პროცესუალური სტატუსი უკრაინაში იქნება – პირი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში” – წერს გენპროკურორი.

უკრაინული ხელისუფლება მას სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილში ადანაშაულებს, რაც გულისხმობს: “კონსტიტუციური წესრიგის იძულებით შეცვლის ან დამხობის, ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის/საზღვრების შეცვლის მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსებას.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები