LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები დაასანქცირა – სანქციების დაწესებას ხელი ზელენსკიმ მოაწერა

167
ბიძ 45

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც შედიან.

კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს – ტატე მამაცაშვილს.

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი ძალაში შევიდა 19 ოქტომბერს.

სანქცირებულთა სია, ჯამში, 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა ცნობილი რუსი ოლიგარქები.

magti 5g