LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს და კიდევ 16 პირს სანქციები დაუწესა – კიდევ ვინ არიან სიაში

226
ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ პირებს, ჯამში 19 ადამიანს, რომლებიც საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს ყიდიან – ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ამასთან, სანქციების სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი – კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი – მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, მოსამართლე – მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, მოსამართლე – ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, დეპუტატი – თეა წულუკიანი, კახა ბექაური.

ენტონი ბლინკენი: „აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ – შტატები ახლა ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“

ბლინკენი განცხადებაში საუბრობს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის 32 წლიან პერიოდზე და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.

„ჩვენ, ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას ვერ დავკარგავთ – ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას, თავის დასაცავად, მოსკოვის წინააღმდეგ ერთად უნდა დავდგეთ“. – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, უკრაინის მაგალითს მიბაძონ:

„ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების იმ სეგმენტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ – იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად“. – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g