LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ და საქართველომ MAP-ი და ნატო-ს წევრობის პერსპექტივის ცხადი დადასტურება უნდა მიიღონ: ლინას ლინკევიჩუსი

76
ლინას ლინკევიჩუსი

ლიეტუვის ყოფილი თავდაცვისა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, უკრაინამ და საქართველომ MAP-ი და ნატოს წევრობის პერსპექტივის ცხადი დადასტურება უნდა მიიღონ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.

„რუსეთმა ახლახან განაცხადა კიდევ ერთი „გამჭრიახობა,” რომ უკრაინამ დონბასში სიტუაცია ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად გაამწვავა.

კრემლის ყველა ამ მანევრის შემდეგ, ორივემ – უკრაინამ და საქართველომ MAP და ნატო-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება უნდა მიიღონ ”, – წერს ლიეტუვის ყოფილი თავდაცვისა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g