LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა – რა ქონებას ფლობს რუსი ოლიგარქი

66
რუსი ოლიგარქიუ

უკრაინამ რუს ოლიგარქს, ვლადიმირ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო და ომის დაწყების შემდეგ, კრემლთან დაახლოებულ პირს ქონება ჩამოართვა.

ევტუშენკოვს ჩამოართვეს უძრავი ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწის ნაკვეთები და სამეურნეო შენობა-ნაგებობები.

გარდა ამისა, სასამართლომ უკრაინის სახელმწიფოს სასარგებლოდ ოლიგარქს სხვადასხვა კომპანიაშიც ჩამოართვა აქტივები.

ქვეყანაში ევტუშენკოვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციებიც მოქმედებს. იგი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქების სიაშიცაა.

ვლადიმირ ევტუშენკოვი ქიმიის მაგისტრი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია. ის 1990 წელს მოსკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 1993 წელს კი, საბჭოთა კავშირის შემდეგ, ამ ორგანიზაციის ბაზაზე კორპორაცია „სისტემა“ დააფუძნა, რომელიც რუსეთში კომუნიკაციების სფეროს წამყვან კომპანიაც იქცა.

ვლადიმეი ევტუშენკოვი მოსკოვის ყოფილ მერთან, იური ლუჟკოვთან დაახლოებული პირია. ლუჟკოვი, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა, გავლენიანი პოლიტიკოსი და რუსეთის დედაქალაქის მერი იყო 18 წლის განმავლობაში. ევტუშენკოვის ცოლი, ნატალია ლუჟკოვის ცოლის ელენა ბატურინას დაა, რომელიც ასევე მილიარდერია.

პრივატიზაციის შემდეგ, ევტუშენკოვმა მოიპოვა მოსკოვის სატელეფონო ქსელის 55%-იანი წილი, რომელიც მსოფლიოში სატელეფონო კომუნიკაციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელია. კორპორაცია „სისტემის“ კაპიტალი კი ორ წელიწადში 1 მილიარდ დოლარს ასცდა.

კორპორაცია „სისტემის“ ქოლგის ქვეშ ევტუშენკოვმა დააფუძნა სხვადასხვა პროფილის კომპანიები, მათ შორის ისეთი, რომელსაცც გამოცემა EU Reporter-ის ინფორმაციით, კავშირი ჰქონდა მოსკოვის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან. მისი ერთ-ერთი კომპანია კი ტექნიკას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვისაც აწარმოებდა.

ცნობილია, რომ ევტუშენკოვის „სისტემა“ 2021 წლამდე ფლობდა „კრონსტადტ ჯგუფსაც“. ეს ორგანიზაცია კი აწარმოებს სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებს. დადასტურებულია ინფორმაცია „კრონსტადტ ჯგუფის“ მიერ გამოშვებული სამხედრო დანიშნულების დრონის – „ორიონის“ უკრაინის ომში გამოყენების შესახებ.

EU Reporter-ის მიხედვით, ევტუშენკოვი ასევე დაახლოებულია უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან. პრორუსი პოლიტიკოსი გამოცემის ინფორმაციით, ოლიგარქის ახლო მეგობარია.

შეგახსენებთ, 25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც,  საუბრობენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვი.

ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, – ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g