უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ქვეყნის მთავრობის რეზოლუციაშიაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში არ დაიშვება კოვიდ 19-ის პრევენციისთვის განკუთვნილი ვაქცინები ან სხვა სამედიცინო იმუნობიოლოგიური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შექმნილია და / ან წარმოებულია რუსეთში.
ცნობისთვის, უკრაინაში მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება მიმდინარე თვის შუა რიცხვებში იგეგმება.