უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების ოთხი ვერტმფრენი 18 წუთში გაანადგურეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია Ka-52-ებზე.
„12 ოქტომბერს დილის 8:40 საათიდან დილის 08:58 საათამდე, უკრაინის სამხრეთით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე ოთხი ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52).
წინასწარი მონაცემებით, ერთი ვერტმფრენი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი – საკონტაქტო ხაზს იქით.“ – განაცხადეს უკრაინის გენშტაბში.
უწყება არ გამორიცხავს, რომ ჩამოგდებული ვერტმფრენების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები კიდევ ორი რუსული საფრენი საშუალების განეიტრალებას ცდილობენ.
ცნობისთვის, ერთი ასეთი საფრენი აპარატის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი დოლარია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში