LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ რუსეთის კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

63
უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულოს კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გავრცელდა.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატმა უკრაინის ტერიტორია 30 აპრილის დღის ბოლომდე უნდა დატოვოს. უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედების პასუხად მიიღო, რომელმაც უკრაინელი დიპლომატი 26 აპრილს პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

„ამ ნაბიჯს რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ანტიუკრაინული კამპანიის გაგრძელებად და უკრაინის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების მორიგ გამოვლინებად მივიჩნევთ“. – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g