უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 40-ზე მეტი ადამიანი დაიბრუნა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
„პატიმართა მორიგი გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 44 ადამიანის სახლში დაბრუნება. მათ შორის 36 რიგითი და სერჟანტი და 6 ოფიცერი.
ესენი არიან სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის წევრები, მეზღვაურები.
[ეს ადამიანები] იცავდნენ მარიუპოლს, აზოვსტალს, ხერსონის რეგიონს, ებრძოდნენ მტერს აღმოსავლეთში“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.