უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში სრული გამარჯვება მოიპოვა“. როგორც ზელენსკი განმარტავს, „ამის იგნორირება რუსეთს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცევს“.
“უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში სრული გამარჯვება მოიპოვა. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ უკრაინაში შეჭრა დაუყონებლივ შეწყვიტოს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აღნიშნული ბრძანება რუსეთისთვის არის სავალდებულოდ შესასრულებელი. ამის იგნორირება რუსეთის ფედერაციას კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცევს“, – წერს ზელენსკი.