LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ უკვე ჩამოაყალიბა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონცეფცია და მზად არის, განიხილოს საერთაშორისო პარტნიორებთან: ალექსეი რეზნიკოვი

98
ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს,რომ „უკრაინამ უკვე ჩამოაყალიბა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონცეფცია და მზად არის, განიხილოს საერთაშორისო პარტნიორებთან“. მისივე განმარტებით, „უკრაინამ უნდა განიხილოს ალიანსების სხვადასხვა ვარიანტი“.

„დღეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დონეზე უკვე მკაფიოდ ფორმირებულია კონცეფცია, საჯაროდ ცნობილი, როგორც „რეაქცია 24 საათის განმავლობაში“. მას აცნობენ ჩვენი პარტნიორები, პირველ რიგში, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, გერმანია, საფრანგეთი. ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის დაფარული არ არის, რომ ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან პარტნიორებთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განსახილველად“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინა ნატო-ში იურიდიულად არ ირიცხება, ის ფაქტობრივად უკვე არსებობს.

„ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ უკრაინას ნატო-ს ქვეყნები ჯერ არ განიხილავენ სრულუფლებიან იურიდიულ წევრად, რადგან ნატო-ს ქვეყნებს შორის კონსენსუსი უნდა იყოს, ჩვენ არსობრივად უკვე ვხდებით ალიანსის ფაქტობრივი წევრი ქვეყანა, რადგან ჩვენ აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ, გვაძლევენ ნატო-ს შეიარაღებას. უკვე ვფლობთ 300-ზე მეტ ნატო-ს სტანდარტს და ა.შ. ერთადერთი, რაც ჩვენს პარტნიორებს აშფოთებთ, მე-5 პუნქტია, რომლის გამოყენებაც ძალიან არ სურთ, თუ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები