LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეგვიყვანა – მარტივად ვეღარ გავფრინდებით

92
1467085836vwvt3

უკრაინამ საქართველოწითელი ზონისქვეყნების ნუსხაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან უკრაინაში ჩასულ მგზავრს COVID-19-ზე PCR ტესტის ჩატარება, ან 14 დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს. ინფორმაციას „ავანიუსი“ ავრცელებს, რომელიც ასევე წერს, რომ PCR ტესტის გაკეთება უნდა მოხდეს უკრაინის ტერიტორიაზე.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, უკრაინას ეტაპობრივადწითელი ზონისქვეყნების ჩამონათვალში შეყავს ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე აჭარბებს უკრაინის ანალოგიურ მონაცემს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნების სიას ყოველ 7 დღეში ერთხელ ანახლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g