LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინას აქვს შანსი, ორ თვეში გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონი: ალექსეი არესტოვიჩი

117
ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ „უკრაინას აქვს შანსი, ორ თვეში გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონი“.

მისი განმარტებით, უკრაინის ჯარის 20-მდე ბატალიონი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე დგას.

„არის გარკვეული რიტმები. ახლა კი ჩვენ უნდა ვნახოთ რას გააკეთებენ ჯარები, რომლებიც იქ გადაისროლეს. ასევე, 20-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე დგას. მათ შეუძლიათ წავიდნენ როგორც ზაპოროჟიეში, ასევე ხერსონში. „ნორმალური“ ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი 650-700 კაცისგან შედგება, თუმცა რუსების მიერ ხერსონის ოლქში განთავსებული ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში 400-500 სამხედროა“- განაცხადა არესტოვიჩმა.

magti 5g