უკრაინაში 1 886 დასახლება უკვე გათავისუფლებულია, – ამის შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ჰუმანიტარული შტაბის მუშაობა 1 620 დეოკუპირებული დასახლების ტერიტორიაზე დაიწყო.
„დღეს მდგომარეობით უკვე დეოკუპირებულია 1 886 დასახლება. ჰუმანიტარული შტაბის მუშაობა 1620 დეოკუპირებული დასახლების ტერიტორიაზე დაიწყო“, – განაცხადა ტიმოშენკომ.
მანვე დასძინა, რომ გათავისუფლებულ რეგიონებში სახელმწიფო ორგანოების მუშაობის აღდგენა გრძელდება.
ტიმოშენკოს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებმა მუშაობა განაახლა 965 დასახლებაში, სოციალურმა სერვისებმა – თითქმის 1 300-ში, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა – 1 065-ში, ხოლო ფინანსური მომსახურება აღდგა 1 206 დასახლებაში.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.