LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში 41 ბავშვი დაიღუპა და 76 დაშავდა – უკრაინის ომბუდსმენი

84
Untitled design - 2022-03-08T192039.936

რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 41 ბავშვი დაიღუპა და 76 დაშავდა. 8 მარტის 12:00 საათის მონაცემებს უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა აქვეყნებს.

დენისოვას თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ეს რაიონები ალყაშია და იქ შესვლა შეუძლებელია.

ამასთან გაეროს მონაცემებით კონფლიქტის შედეგად 861 ადამიანია დაშავებული.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით  ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები