LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

419
skynews-ukraine-russia-military-drills-5671240

უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათში რუსეთის საჰაერო თავდასხმები შემცირდა, მაგრამ რუსეთი კვლავ მიიწევს წინ.

ბრიტანული დაზვერვის ბრიფინგის თანახმად, რუსული ჯარები სავარაუდოდ მიიწევენ ქვეყნის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ნიკოლაევისკენ. მათივე ცნობით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსული არმიის ერთი ნაწილი ეცდება ნიკოლაევის გვერდის ავლით ოდესისკენ შეტევას.

უკრაინა აგრძელებს შეტევას ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის მიმართულებით. ასევე ქუჩის ბრძოლებია ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სუმიში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ოთხივე ეს ქალაქი რუსი ჯარების მიერ იყოს გარშემორტყმული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები