LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა – ერთის მდგომარეობა მძიმეა: საქართველოს ელჩი უკრაინაში

138
48387533_371656890251890_526291630160871424_n

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

გიორგი ზაქარაშვილის განმარტებით, დაჭრილი 8 ქართველი მებრძოლიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულებს კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები და დახმარება ჩაუტარდათ. მიმდინარეობს მუშაობა, რათა მათი უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანა მოხდეს.

რაც შეეხება გუშინ, ხარკოვის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებებისას მოკლულ ორი ქართველი მებრძოლის ცხედრებს, ზაქარაშვილის თქმით, ამ დროისათვის ასევე ისეთ ტერიტორიაზეა, საიდანაც მათი სამშობლოში გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.

„ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მოხდება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის მოხერხდება ცხედრების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა. შესაბამისად, ამის მიხედვით დალაგდება დანარჩენი მარშრუტი“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

mazda magti 5g