LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპულ გელა გოგიას საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოასვენებენ

68
გე

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, გელა გოგიას, საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოასვენებენ. მომხდარზე ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაშია.

გელა გოგია 26 აგვისტოს დაიღუპა. ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა, რა დროსაც მისი დანაყოფი სარაკეტო იერიშში მოყვა.

ასევე ცნობილია, რომ დაჭრილია კიდევ სამი ქართველი მებრძოლი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებროლები ავრცელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები