“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე “ტვ პირველის” ეთერში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ საუბრობს.
როგორც ეკა აღნიშნავს, მათ ნივთებში მხოლოდ 12 ლარი და თოკზე დაკიდებული ჯვარი იპოვეს.
“ფარულავამ გვთხოვა დაღუპული გმირების ნივთები მაინც ჩამოგვეტანა საქართველოში. შემზარავი იყო ამ ნივთების აღწერილობა. როდესაც შენ ხედავ, რომ ბრძოლის ველზე დაეცა ადამიანი გმირულად და ოჯახის წევრებთან არაფერი არ მიგაქვს. როდესაც პოლონეთის საზღვარზე მივედით, გვითხრეს რომ გაუხსნელად ვერ გამოგვატანდნენ და იქ გახსნეს. ერთში 12 ლარი და ჯვარი იდო, რომელიც ოჯახისთვის უნდა გადაგვეცა. ერთ-ერთ მებრძოლის ოჯახს თოკზე დაკიდებული ჯვარი ჩამოვუტანეთ. ცარიელი ცელოფნები ჩამოვიტანეთ. არ ვიცი, სირცხვილით როგორ არ უსკდებათ მიწა, როდესაც ასეთი ადამიანების მიმართ დაუმსახურებელ სიტყვებს ამბობენ. ყველამ უნდა ვიგლოვოთ. ასეთი ბიჭები მივაბარეთ მიწას”, – საუბრობს ეკა ხერხეულიძე.
შეგახსენებთ, რომ 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
ამავე თემაზე:
VIDEO: „აქედან სოხუმში წავალთ“ – მირო ვანაძე უკრაინაში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას ვიდეოს აქვეყნებს
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე