უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია, რომელიც 10 ოქტომბერს დაიღუპა, საქართველოში ჩამოასვენეს. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.
“ჩემი ძმა გმირი იყო და გმირად მიიბარებს წალენჯიხის მიწა”, – ამბობს ედიშერ კვარაცხელიას ძმა.
ედიშერ კვარაცხელიას სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, იქიდან კი მშობლიურ წალენჯიხაში დაასაფლავებენ.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 20 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.