LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ძალიან აღშფოთებული ვართ – სააკაშვილს გათავისუფლება ან მკურნალობა ესაჭიროება, ეს საკითხი ზელენსკიმ უმაღლეს რანგზე დააყენა: ლიზა იასკო

220
ლიზა იასკო

„უკრაინაში ძალიან აღშფოთებული ვართ – სააკაშვილს გათავისუფლება ან მკურნალობა ესაჭიროება, ეს საკითხი ზელენსკიმ უმაღლეს რანგზე დააყენა“, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გაკვირვებულები არიან, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, აქვს გადაადგილების კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემა და სისუსტე.

„უკრაინელ კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ვლადიმირ ზელენსკიმ ყველაფერი იცის და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალ ნაბიჯებს გადადგამს – მათ შორის უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების დაშვება და მისი გადაყვანა უცხოურ კლინიკაში. როგორც ვიცი, არაერთმა ქვეყანამ სამედიცინო დახმარებაც შემოგვთავაზა, რადგან მათ იციან, რომ, სამწუხაროდ, ის საფრთხეები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ახლაც ემუქრება, არ აღმოფხვრილა.

კვლავ გაკვირვებული ვარ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება. ვხედავთ, რომ გადაადგილების კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემა, სისუსტე და სხვა კრიტერიუმები არ იცვლება. ეს კომპლექსური პრობლემებია და საჭიროა მკურნალობა, რათა მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ეს ძალიან აღმაშფოთებელია და ამასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ყიფშიძესაც ვესაუბრე, რომელიც დღესაც აქ იმყოფება. საქართველოს მხრიდან სააკაშვილს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისა და რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით არაფერი ხორციელდება“, – განაცხადა იასკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g