დღეს, 19 მარტს 15:00 საათზე, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ.
„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მოქალაქეები 15:00 საათზე საქართველოს 6 ქალაქში შეიკრიბებიან: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, სამტრედიასა და ფოთში.
თბილისი – 15:00 საათზე, პარლამენტის წინ; ბათუმი – 15:00 საათზე, ერას მოედანზე; ზუგდიდი – 15:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე; თელავი – 15:00 საათზე, ერეკლე II მოედანზე; სამტრედია – 15:00 საათზე, გამსახურდიას მოედანზე; ფოთი – 15:00 საათზე, 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი.