უკრაინაში გმირულად დაღუპული ალიკა ცაავას ოჯახის დასახმარებლად გროვდება თანხა, – ამის შესახებ განცხადება გადაცემა “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.
“ალიკა მისი ოჯახიდან უკვე მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ოკუპანტებთან ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე.” – ვკითხულობთ “ფეისბუქ” პოსტში.
განცხადებასთან ერთად გვერდზე ქვეყნდება ანგარიშის ნომრები.
BOG: #GE92BG0000000101556505
TBC: #GE92TB7746945061100100
უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა სამშობლოში 24 აპრილს ჩამოასვენეს.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 9 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკა შანავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.