უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„ვწუხვარ და ვიზიარებ, ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, საქართველოს და ჩემ აჭარას. დიდება გმირებს“, – წერს ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობილია, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.