უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნადიმ ხმალაძემ გაავრცელა.
“სამწუხაროდ კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა. დიდება გმირებს”, – წერს ხმალაძე.
უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ წერენ სხვა მისი თანამებრძოლები. მათი ცნობებით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებისას დაიღუპა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 