LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მიმდინარე ომმა ქართველი მომხმარებლის ქცევა შეცვალა: „ყველა ცდილობს, რომ დანაზოგი არ დახარჯოს ფუფუნების საგნების შეძენაში“

209
Family carrying shopping bags in mall

მას შემდეგ, რაც რუსეთი მშვიდობიანი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, მომხმარებლის ქცევა როგორც საქართველოში, ისე დიდი ალბათობით, ბევრ ქვეყანაში შეიცვალა. გაურკვეველი და არასტაბილური ვითარებაა ბაზარზე და ბიზნესსექტორის ნაწილი უკვე ჩივის შემცირებულ გაყიდვებზე.

ამავე თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში Allmarket-ის მენეჯერმა, გივიკო ლომინეიშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო პერიოდში, Allmarket-ის გაყიდვების მაჩვენებელი შემცირდა.

„პირველ რიგში, allmarket.ge თანადგომას უცხადებს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, და ვისურვებდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს მძიმე ვითარება. გაყიდვებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს მოვლენები ჩვენზეც აისახა და გაყიდვები 30 % -ით შეგვიმცირდა. თითქოს ყველა ცდილობს, რომ დანაზოგი არ დახარჯოს ფუფუნების საგნების შეძენაში და შეიძინოს პირველადი საჭიროების პროდუქტები. მოლოდინი გვაქვს, რომ სწრაფად აღდგება გაყიდვების მაჩვენებელი“, – აღნიშნა გივიკო ლომინეიშვილმა.

საუკეთესო მოდელები, საუკეთესო ფასად: Allmarket-ზე „ედიფაიერის“ აუდიო-ტექნიკის კვირეული დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g