ჩვენმა მთავრობამ უკვე მოამზადა გადაწყვეტილება მეწარმეებისთვის დაკრედიტების პროგრამის გაფართოების შესახებ, ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობას. ნებისმიერი ბიზნესი შეძლებს კრედიტის 0%-ში აღებას საომარი მდგომარეობის, პლუს ომის შემდეგ 1 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მეორე სიახლე ისაა, რომ მინისტრთა კაბინეტი ხვალ კენჭს უყრის რეგულაციების მასშტაბურ შემცირებას. აქამდე ბიზნესისთვის 600-ზე მეტი ლიცენზია არსებობდა, დარჩება მხოლოდ 20 აუცილებელი ლიცენზია, ისიც ისეთი, რომელთა გაუქმება შეუძლებელია,“- აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა.
მისი თქმით, ასევე იგეგმება ისეთი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბანკში განთავსებულ ანაბრებზე პასუხისმგებლობას 100%-ით აიღებს.