LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომის დაწყებიდან მხოლოდ 13 დღის განმავლობაში საქართველოში 18 700-მდე რუსეთის მოქალაქემ 23 300-მდე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა

133
08720000-0a00-0242-2382-08da05cfcba4_cx0_cy18_cw0_w1080_h608

უკრაინაში ომის დაწყებიდან მხოლოდ 13 დღის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 18 700-მდე რუსეთის მოქალაქემ 23 300-მდე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

“უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა

რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა.

? მათგან, ყველაზე მეტი უძრავი ქონება – 23 945 ნივთზე, რუსეთის მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს.

? ასევე, უკრაინის 3 350 მოქალაქის საკუთრების უფლება 4 423 უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა, ბელარუსის 538 რესპუბლიკის მოქალაქის საკუთრების უფლება – 603 უძრავ ნივთზე.

? აღნიშნული საჯარო ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 3 თვის დაგვიანებით მოგვაწოდა და ისიც ხარვეზით, მხოლოდ წერილის გაგზავნის თარიღის დრომდე მდგომარეობით,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

magti 5g