LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსების მიერ ჩადენილია 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული: უკრაინის გენპროკურატურა

53
რუსი სამხედრო უკრაინაში

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსების მიერ ჩადენილია 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული.

„სულ დარეგისტრირებულია 24 208 სამხედრო დანაშაული, რომელთაგან 23 316 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, 73 აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას და წარმოებას, 21 ომის პროპაგანდას, 798 კი სხვადასხვა დანაშაულებს მოიცავს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ სამხედრო დანაშაულებთან ერთად დაფიქსირებულია 11 ათასზე მეტი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g