LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების რიცხვი 108-მდე გაიზარდა

130
Untitled design (5)

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში უკვე 108 ბავშვი დაიღუპა. 

ბოლო მონაცემებით, დაჭრილი ბავშვების რიცხვი 120-ს აჭარბებს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ყველაზე ცხელ წერტილებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამართალდამცველებს კვლავ არ აქვთ შესაძლებლობა, დაბომბვის ადგილები შეისწავლონ:

“მსხვერპლის შესახებ ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან მარიუპოლში დაბომბვა გრძელდება”, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა კიევის რეგიონში – 52 ბავშვი, ხარკოვში – 34 ბავშვი, დონეცკში – 25, ჩერნიგოვში – 24, ნიკოლაევში – 20, ჟიტომირში – 15, სუმში – 14, ხერსონში – 10 ბავშვი.

პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 411-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათგან 63 მთლიანად განადგურდა.

უწყების ცნობითვე, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს 11-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას, სამ სარეაბილიტაციო ცენტრს, მათ შორის შშმ ბავშვების ცენტრს.

„მოქალაქეები ცოცხლები არიან, მიმდინარეობს ევაკუაცია“ – მარიუპოლის თეატრმა ოკუპანტების თავდასხმას გაუძლო

ფოტო; ვიდეო – კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა: უკრაინული მედია

WHO უკრაინის 43 სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმას ადასტურებს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g