LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომს უკვე 90 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულია 100-ზე მეტი – უკრაინის პროკურატურა

90
1

უკრაინის გენერალური პროკურატურა ქვეყანაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. 

უახლესი ცნობებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაიღუპა 90 და დაშავდა 100-ზე მეტი ბავშვი.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის რაიონები.

“იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვერ ხდება იმ ტერიტორიების დათვალიერება, სადაც რუსი სამხედროები აქტიურ საომარ მოქმედებებს აგრძელებენ, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე