უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
როგორც ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია გუშინ დაიღუპნენ.
„„ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, – აღნიშნა ნადირაძემ.
ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. საგარეო უწყების ცნობით, შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა.