LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

108
1494527553

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დონბასში გვიან ღამით ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

გარდაცვლილი დავით შარტავა ქართული ლეგიონის რიგებში 2016 წლიდან ირიცხებოდა.

44 წლის მებრძოლს ოჯახი საქართველოში ჰყავს.

“გარდაცვლილია დავით შარტავა, ქართული ლეგიონის მებრძოლი, რომელიც მივლინებული იყო ერთ-ერთ უკრაინულ ბრიგადაში. მოხდა შეტაკება და შეტაკების დროს არის გარდაცვლილი. ქართული ლეგიონის წევრებში იმყოფება 2016 წლიდან. მთელი ომი 2016 წლიდან ფაქტობრივად ერთად გამოვიარეთ. ოჯახი საქართველოში ჰყავს და თუკი საქართველოს საელჩომ ხელი შეგვიწყო, მოხდეს დავითის გადმოსვენება საქართველოში,”-განაცხადა “ქართული ლეგიონის” მეთაურმა უკრაინაში მამუკა მამულაშვილმა “რუსთავი2”-თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g